მორიგი რეკორდი „ლემონს ჯგუფისგან“ - კომპანია, რომელიც სამშენებლო ბიზნესში გაყიდვების ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს
კომპანია „ლემონს ჯგუფმა“, რომელიც დეველოპერულ საქმიანობას ეწევა, გაყიდვებში კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.
„ლემონს ჯგუფი“ ამ ეტაპზე 8 მიმდინარე ობიექტს მართავს. კომპანიამ 2022 წლის მე-3 კვარტალი ჩვეული წარმატებით დახურა.
თბილისში წარმატებით განხორციელებულ პროექტთა შორის ერთ-ერთია „ალფა სახლი ნუცუბიძეზე“, რომლის გაყიდვებითაც „ლემონს ჯგუფმა“ დაგეგმილ საშუალო ფასს 100 დოლარით გადააჭარბა.
გარდა ამისა, „ლემონს ჯგუფმა“ „ალფა სახლის“ ორი მიმდინარე პროექტის (ერისთავსა და დიდი დიღომში) ბინების 30%-ზე მეტი უკვე გაყიდა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პროექტების მშენებლობა ახალი დაწყებულია.
საინტერესოა, რა არის „ლემონს ჯგუფის“ ასეთი წარმატების საიდუმლო? - რა თქმა უნდა, გარე ფაქტორებთან ერთად, როგორიცაა საქართველოში მიგრანტებისა და ტურისტების შემოდინება, მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ის არის, რომ „ლემონს ჯგუფი“ მუდმივად სწავლობს მომხმარებლების მოთხოვნებს და ითვალისწინებს მათ ინტერესებს. შესაბამისად, კომპანიას ყოველთვის აქვს მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროექტები. გაყიდვების ზრდას, ასევე, ხელს უწყობს სამშენებლო კომპანიის მფლობელების მიერ ნაკისრი ვალდებულებების პასუხისმგებლობით შესრულება.
„ლემონს ჯგუფის“ მიერ სწორედ აღებული პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხით შესრულება განაპირობებს იმას, რომ ნებისმიერი უძრავი ქონების ფასი დასრულებული გაყიდვების შემდეგ, სულ მცირე, 150 დოლარით ძვირდება. შესაბამისად კი, ყველა პროექტი, რაშიც „ლემონს ჯგუფია“ ჩართული, მომხმარებლებისთვის, ფაქტობრივად, საინვესტიციო ხასიათისაა.
მოკლედ, რომ შევაჯამოთ, „ლემონს ჯგუფი“ - ეს არის უმოკლესი და სანდო გზა გაყიდვებში წარმატების მისაღწევად.