თეგებით ძიება

0.001 პროცენტი არ არის ამის ალბათობა - ნიკა მელია თანამდებობის დატოვებაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

„ეს არ შეესაბამება რეალობას, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ოცნება, რასაც არასდროს ავუხდენ. ამის იქით, ვინ რა განცხადება გააკეთა განსხვავებული აზრი ერთია და ნორმალურია, უნდა იყოს, ამით ვამაყობ. განსხვავებული აზრი არსებობდა პირველივე წუთიდან. რაც შეეხება კითხვას, რეალობას არ შესაბამება, 0.001 პროცენტი არ არის ამის ალბათობა“, - აღნიშნავს მელია.

ცნობისთვის, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ყველა იმ ადამიანს ჩამოართმევს ხელს, ვინც ივანიშვილთან, როგორც ოლიგარქთან ბრძოლაში დაეხმარება და ამ პროცესში იქნება მისი მოკავშირე, მაგრამ მას ეს რწმენა აღარ აქვს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა ობოლაძე აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო კარგი იქნება მელიამ გადადგომის შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა