თეგებით ძიება
04. 10. 2022 მსოფლიო

დასავლეთმა უნდა გააცნობიეროს ახალი რეალობა - რას ამბობს სერგეი ლავროვი?

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ფედერაციის საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ლუგანსკისა და დონეცკის „სახალხო რესპუბლიკების“ და ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ ჩატარებული „რეფერენდუმები“ სრულად შეესაბამება გაეროს წესდებაში დადგენილ პრინციპებს.

"ასეთი ნაბიჯი სრულად შეესაბამება ხალხთა თანაბარი უფლებებისა და თვითგამორკვევის პრინციპს, რომელიც გათვალისწინებულია გაეროს წესდებაში, 1970 წლის დეკლარაციაში სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესახებ, გაეროს წესდების შესაბამისად“, - განაცხადა ლავროვმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა