თეგებით ძიება

ყველა, ვინც ამ „ოთხეულს“ შეუერთდება, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს - ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე „ქართული ოცნებიდან“ კიდევ 5 დეპუტატის მოძრაობა „ხალხის ძალაში" გადასვლას ეხმაურება. დეკანოიძის თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს არ აღმოაჩნდათ პირადი ნება და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის სურვილს დაჰყვნენ.

დეკანოიძის შეფასებით, რეალურად ეს დეპუტატები ანტიდასავლურ კამპანიას შეუერთდნენ.

„ყველა, ვინც ამ „ოთხეულს“ შეუერთდება, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მაგრამ ამ ადამიანებს „ქართული ოცნებისგან” არ ვყოფ. ეს ადამიანები ატარებენ “ქართული ოცნების” პოლიტიკას, უბრალოდ განსხვავებული წარმოდგენებით და ადგილებით - ისინი ოპოზიციის მხარეს სხდებიან. ერთადერთი რამ უნდა ვთქვა - გამიკვირდა ეკა სეფაშვილისგან”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, „ქართულ ოცნებას“ კიდევ 5 დეპუტატი ტოვებს და მმართველი გუნდიდან გასული ე.წ. ოთხეულის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას" უერთდება.

კერძოდ, „ქართული ოცნებიდან“ გადიან დეპუტატები: ზაალ მიქელაძე, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა, ვიქტორ ჯაფარიძე და დაჩი ბერაია.

შესაბამისად, „ხალხის ძალა“ საქართველოს პარლამენტში 9 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა