"ნატო უკრაინას იმდენ ხანს დაეხმარება, რამდენი ხანიც ამის საჭიროება იქნება" - იენს სტოლტენბერგი
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით ალიანსი უკრაინას იმდენ ხანს დაეხმარება, რამდენი ხანიც ამის საჭიროება იქნება.
"მქონდა საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და აღტაცება გამოვხატე მამაცი უკრაინელი ხალხის და მებრძოლების მიმართ. რუსეთმა უნდა დაასრულოს მის მიერ დაწყებული ომი. ნატო უკრაინას იმდენ ხანს დაეხმარება, რამდენი ხანიც ამის საჭიროება იქნება“, - წერს სტოლტენბერგი ტვიტერზე.
Spoke with President @ZelenskyyUa and praised the brave Ukrainian people & forces for the impressive progress in regaining their territory from Russian aggressors. #Russia must stop the war it has started. #NATO will sustain & step up support for #Ukraine for as long as it takes.— Jens Stoltenberg (@jensstoltenberg) October 5, 2022