9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
არ შეწყვიტოთ წინსვლა. სამსახურში საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოიყენეთ, რათა უფროსებზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინოთ. თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება. საყვარელი ადამიანის თანადგომით ყველა პრობლემას გადალახავთ.
კურო
ქონებრივი დავა თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება. მოგიწევთ ხარჯების შემცირება, რათა რთულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ. პროფესიულ საქმიანობაში უფროსების შექება მეტ სტიმულს მოგცემთ. საყვარელი ადამიანის უყურადღებობის გამო განაწყენდებით.
ტყუპები
უფროსებთან კამათი თქვენ განწყობას შეცვლის. ახალი შემოსავალი თქვენ ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. მოგზაურობა იმაზე ხანგრძლივი აღმოჩნდება, ვიდრე გეგმავდით. ადამიანი, რომელიც მოგწონთ, თქვენ გრძნობას უპასუხოდ დატოვებს.
კირჩხიბი
ოჯახური ღონისძიება დადებითი ემოციით აგავსებთ. მნიშვნელოვანია სწორად შეაფასოთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. ოფიციალური მოგზაურობა სასიამოვნო დასვენებად გადაიქცევა. ახალი ბიზნესი ძალიან წარმატებული აღმოჩნდება. სიყვარული, რომელსაც ეძებთ, მალე იპოვით.
ლომი
ვარჯიში კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის. ახალი ინვესტიცია კარგ შედეგს მოგიტანთ, რაც თქვენ ფინანსებზე აისახება. ოჯახის წევრებს პატივი ეცით და მათ მიმართ მეტი სიყვარული გამოხატეთ. საყვარელ ადამიანთან საინტერესო საღამოს გაატარებთ.
ქალწული
მოსალოდნელია ცვლილებები, როგორც საქმიან ასევე პირად ცხოვრებაში. პრობლემებს მეგობრის რჩევით მარტივად მოაგვარებთ. ჯანსაღი ცხოვრების წესი თქვენ ყოველდღიურობაზე დადებითად აისახება. სამსახურში დავალებას წარმატებით შეასრულებთ და ყველა დაგაფასებთ.
სასწორი
კარგად დაფიქრდით სანამ მიიღებთ ინვესტირების გადაწყვეტილებას. მეგობარი თავის გრძნობებს გაგიზიარებთ და ეცადეთ მხარი დაუჭიროთ. კარგი იქნება თუ მეტ დროს დაუთმობთ საკუთარ თავს და იზრუნებთ ჯანმრთელობაზე. საყვარელ ადამიანთან ერთად მოგზაურობა დასამახსოვრებელი აღმოჩნდება.
მორიელი
ოჯახში მოსალოდნელია დადებითი ცვლილებები. ქალაქგარეთ ვიზიტის დასაგეგმად ხელსაყრელი პერიოდია. ქონებრივი დავა თქვენი გამარჯვებით დასრულდება. თუ ხანგრძლივ ურთიერთობაში იმყოფებით გამორიცხული არ არის თავი იჩინოს კონფლიქტმა.
მშვილდოსანი
სტრესის მოსახსნელად კარგია იოგა და მედიტაცია. ოჯახის წევრი შესაძლოა მოულოდნელად დაქორწინდეს. ქონების შეძენისას არ იჩქაროთ, მოიცადეთ სანამ თქვენ შესაფერის წინადადებას მიიღებთ. შეყვარებული სიურპრიზს მოგიწყობთ.
თხის რქა
სამსახურში თქვენი ავტორიტეტის გამტკიცებას შეძლებთ. ინვესტიციის ჩადებამდე კარგად დაფიქრდით. პოზიტიური დღეა, ყველაფერის მარტივად მოაგვარებთ. ახალი მიმართულების შესწავლა კარიერულ განვითარებაში დაგეხმარებათ. ახალი თავგადასავლისთვის კარგია იმოგზაუროთ.
მერწყული
ქონებრივი დავა შემდეგი კვირისთვის გადადეთ. ოჯახში მოსალოდნელია მცირე გაუგებრობა, მაგრამ კონფლიქტი მალე განელდება. არ გაექცეთ პასუხისმგებლობებს. მემკვიდრეობით გამორიცხული არ არის დიდი ქონება მიიღოთ. საყვარელი ადამიანის თანადგომა ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ.
თევზები
დაფიქრდით თქვენ სამომავლო მიზნებზე. სამსახურში სტაბილური დღე გექნებათ. ქონებრივი საკითხის მოგვარებისას არავის ენდოთ. აკადემიურ სფეროში ყველაფერი კარგად ვითარდება. უცხო ადამიანი თქვენ დადებით განწყობას მალე მოიპოვებს.