თეგებით ძიება
10. 10. 2022 მსოფლიო

ლვოვში აფეთქებების ხმა ისმოდა - დაიკეტა სკოლები

ლვოვის მერის, ანდრეი სადოვის ინფორმაციით, ქალაქში დღეს აფეთქებების ხმა ისმოდა. მან მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ლვოვში, რუსების მიერ განხორციელებული მასიური თავდასხმების გამო, მობილური კავშირი შეფერხებულია.

ლვოვის მერი, ანდრეი სადოვი ამბობს, რომ ქალაქის სკოლებში სასწავლო პროცესი დღეს დისტანციურ რეჟიმში ჩატარდება.

„ონლაინ გაკვეთილი განგაშის დასრულებიდან ერთი საათის შემდეგ დაიწყება“, – განაცხადა მერმა.

ცნობისთვის, აფეთქებების ხმა ისმის კიევშიც. არიან დაღუპულები და დაშავებულები. ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოწუოდებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა