პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
საქართველოს პარლამენტთან საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეები უკრაინის მხარდამჭერ აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ იქნას აღიარებული.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა და განაგრძობს მასიურ სარაკეტო და საჰაერო იერიშებს უკრაინის ტერიტორიაზე, იყენებს თავდასხმის უპილოტო საფრენ აპარატებს. მათივე თქმით, მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს მათი დანაშაულების შესახებ!
აქციის მონაწილეებს თან აქვთ უკრაინული სიმბოლოები და პლაკატები.
უკრაინის მხარდამჭერ აქციას უერთდებიან საქართველოში პოლიტიკური პარტიები, რომელთა შორის არიან "ევროპული საქართველო" "სტრატეგია აღმაშენებილი", მოძრაობა "სირცხვილია".