ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
13 ოქტომბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის III მიკრორაიონის N3 კორპუსის მიმდებარედ წყალსადენის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ღამის საათებში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 13 ოქტომბერს საღამოს 23:00 საათიდან 14 ოქტომბრის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება გლდანის III მიკრორაიონს.