14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:
ვერძი
არ მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილება რომელსაც მალე ინანებთ. კოლეგების რჩევა სამსახურში ძალიან გამოგადგებათ. ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, რათა კონცენტრირება მოახდინოთ. საყვარელი ადამიანი მუდამ თქვენ გვერდით იქნება.
კურო
ყველაფრის კონტროლი არც ისე მარტივი აღმოჩნდება, როგორც ერთი შეხედვით გეგონათ. არსებული უთანხმოება უმჯობესია წარსულში დატოვოთ. თვალი ადევნეთ გარშემო მიმდინარე პროცესებს. ურთიერთობაში საწყის ეტაპს დაუბრუნდებით.
ტყუპები
ვარსკვლავების განლაგება ხელსაყრელია ქონებრივი დავის გადასაჭრელად. ბიზნესის განვითარების მიზნით ეცადეთ ადამიანებთან სწორი კომუნიკაცია დაამყაროთ. მოგზაურობისას შესაძლოა სირთულეები შეიქმნას, ამიტომ ფრთხილად იყავით.
კირჩხიბი
კარგი შესაძლებლობები გეძლევათ, რომ კარიერულად წინ წახვიდეთ. სამსახურში ახალ პროექტს დაიწყებთ. ჯანმრთელობის მხრივ პოზიტიური ცვლილებებია მოსალოდნელი. არ დაიხიოთ უკან და ყოველთვის ეცადეთ საკუთარი აზრი დააფიქსიროთ.
ლომი
დღეს მეგობრებთან ერთად საინტერესო ექსკურსიაზე წახვალთ. სამსახურში კარგი იქნება თუ ეცდებით ავტორიტეტის ამაღლებს. ფინანსური კუთხით თქვენი შემოსავალი დასტაბილურდება. შესაძლოა ახალ რომანტიკულ ურთიერთობას ჩაეყაროს საფუძველი.
ქალწული
ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად დაკავდით ჯანსაღი ცხოვრებით და დაიცავით დიეტა. ოჯახი თქვენ ყველა გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს. საკუთრებაში არსებული ქონება კარგ შემოსავალს მოგიტანთ. კარგია გამონახოთ დრო საკუთარი თავისთვის, დაისვენოთ და განიტვირთოთ.
სასწორი
ოჯახი მხარს დაგიჭერთ ახალ წამოწყებაში. მარტივი რჩევების გათვალისწინება ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ფინანსურად თქვენი შემოსავალი გაიზრდება და გექნებათ ინვესტიცია ახალი ბიზნესის დასაწყებად.
მორიელი
ოჯახში ყველა პრობლემა მარტივად მოგვარდება. ფიზიკური დატვირთვა და ვარჯიში ენერგიით დაგმუხტავთ. სასურველი შედეგის მისაღებად ხანგრძლივი შრომა მოგიწევთ. სტრესის მოსახსნელად კარგი იქნება დასასვენებლად წახვიდეთ. გამორიცხული არ არის მეორე ნახევართან მცირე კამათი მოგივიდეთ.
მშვილდოსანი
ქონებრივი დავა სასურველ შედეგს მოგიტანთ. აკადემიურ სფეროში ყველაფერი გეგმის მიხედვით ვითარდება. დაბალანსებული დიეტა სასურველ ფორმას შეგინარჩუნებთ. არ შეწყვიტოთ ოცნება და განაგრძეთ წინსვლა. შეყვარებული თქვენ მიმართ უფრო მეტ ყურადღებას გამოიჩენს.
თხის რქა
სამსახურში მნიშვნელოვან ადამიანებზე დადებით შთაბეჭდილებას მოახდენთ. მოგზაურობა ზღაპრულ თავგადასავალად იქცევა. ფიტნესი სასურველ ფორმას შეგინარჩუნებთ. ახალი ურთიერთობა მალე დასრულდება და გულს გატკენთ.
მერწყული
ინვესტიცია წარმატებას მოგიტანთ და თქვენი ბიზნესიც განვითარდება. ოჯახის წევრები თქვენი მიღწევებით იამაყებენ. საღამოს წვეულებაზე მეგობრებთან ერთად კარგ დროს გაატარებთ. ადამიანი, რომელის მიმართ წარსულში გრძნობები გქონდათ თქვენით დაინტერესდება.
თევზები
აკადემიურ ფრონტზე წარმატების შანსი გაიზრდება. ფინანსურ კრიზის მარტივად მოაგვარებთ. საქმის მიმართ თქვენი დამოკიდებულება შექების ღირსია. მემკვიდრეობით შესაძლოა დიდი ქონება მიიღოთ. იღბალი თქვენს მხარესაა, ასე რომ სიყვარულს იპოვით.