თეგებით ძიება

ვითვალისწინებთ, უკრაინელი ხალხის, ქვეყნის მდგომარეობას და არ გვინდა პოლემიკაში შევიდეთ - ირაკლი კობახიძე

ისინი არიან ომის მდგომარეობაში და არ გვინდა, ამ საკითხთან დაკავშირებით, ამაზე მეტად შევიდეთ ასე ვთქვათ პოლემიკაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"სამწუხარო მოვლენაა, ამაზე კომენტარი არაერთხელ უკვე გავაკეთეთ. რა თქმა უნდა, უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯია, თუმცა ჩვენ ვითვალისწინებთ, უკრაინელი ხალხის, ქვეყნის მდგომარეობას, ისინი არიან ომის მდგომარეობაში და არ გვინდა, ამ საკითხთან დაკავშირებით, ამაზე მეტად შევიდეთ ასე ვთქვათ პოლემიკაში. არის ცალმხრივი მეგობრობის მდგომარეობა და სამწუხაროდ, ასე გრძელდება“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭომ ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის ნათესავების წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

საქართველოს ოთხ მოქალაქეს – ალექსანდრე ივანიშვილს, უჩა და ტატე მამაცაშვილებს, ქეთევან ხარაიძეს, სანქციები დაუწესდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა