დღეს საქართველოს ილჰამ ალიევი ეწვევა
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი დღეს დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა.
ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
14:00 საათზე, „შატო მუხრანში“, ირაკლი ღარიბაშვილი და ილჰამ ალიევი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.