თეგებით ძიება

ნიკა გვარამია არ იყო მარტო დამოუკიდებელი მედია, რაღაცნაირად ძრავი იყო ოპოზიციური სპექტრისაც - რას ამბობს ზურა ჯაფარიძე?

"გირჩი-მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლოს სხდომას ეხმაურება.

"მოლოდინი რომ გქონდეს ამ ქვეყანაში ამ სასამართლოსგან, ძალიან რთულია, ამიტომ მოლოდინი არ გვაქვს კარგი. რაც შეეხება თვითონ საქმეს, ჩვეულებრივი შეტევაა დამოუკიდებელ მედიაზე, თუმცა ნიკა გვარამია არ იყო მარტო დამოუკიდებელი მედია, რაღაცნაირად ძრავი იყო როგორც აღმოჩნდა ოპოზიციური სპექტრისაც. მისი დაკავების შემდეგ დაეტყო ეს ყველაფერი ოპოზიციურ აქტივობასაც, განსაკუთრებით, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის აქტივობას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, დღეს, 24 ოქტომბერს, სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს.

„მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია დააპატიმრეს. 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა