ბურკინა ფასოში მდებარე სამხედრო ბაზაზე თავდასხმისას, 10 ჯარისკაცი დაიღუპა
ბურკინა ფასოს ჩრდილოეთ ნაწილში, ჯიბოს რეგიონში მდებარე სამხედრო ბაზაზე თავდასხმას, სულ მცირე, 10 ჯარისკაცი ემსხვერპლა, 50-მდე კი დაშავდა.
ამასთან, ბურკინა ფასოს არმიის განცხადებით, ორმხრივი სროლის შედეგად, სულ მცირე, 18 თავდამსხმელის ლიკვიდირება მოხერხდა.
ცნობისთვის, ბურკინა ფასოს ჩრდილოეთ ნაწილში თავდასხმები 2015 წლიდან გახშირდა, თავდასხმების უკან ძირითადად ალ-ქაიდასა და ე.წ. ისლამურ სახილმწიფოსთან კავშირში მყოფი ისლამისტი მებრძოლები დგანან.