თეგებით ძიება
26. 10. 2022 მსოფლიო

პუტინი რიში სუნაკს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას არ მიულოცავს - დმიტრი პესკოვი

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა,ვლადიმერ პუტინმა ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს თანამდებობაზე დანიშვნას არ მიულოცა.

"თქვენ იცით, რომ ბრიტანეთი ახლა არამეგობრული ქვეყნების კატეგორიაშია. ამიტომ, დეპეშა არ ყოფილა“, - ასე უპასუხა პესკოვმა კითხვაზე, მიულოცა თუ არა პუტინმა სუნაკს.

მანამდე პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ვერ ხედავს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების წინაპირობებს ბრიტანეთის მთავრობის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა