თეგებით ძიება

" ირაკლი ხახუბიას სახით, „ქართულმა ოცნებამ“ და მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი დაკარგა" - რას ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატის გარდაცვალებაზე?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წევრის, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს პარლამენტის წევრის, ბატონი ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო.
მისი სახით, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, პარლამენტმა დამთლიანად ქართულმა საზოგადოებამ ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი, მაღალი რანგის პროფესიონალი და ღირსეული ადამიანი დაკარგა.
გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ბატონი ირაკლის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

„ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია დღეს საკუთარ სახლში, გარდაიცვლილი იპოვეს.

ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

ამასთან, შეგახსენეთ, რომ 2017 წლის მაისში, ავტოავარიას ემსხვერპლა ირაკლი ხახუბიას ვაჟი, 21 წლის ბექა ხახუბია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა