თეგებით ძიება
28. 10. 2022 მსოფლიო

"დამპყრობლები საკუთარ თავს გამათავისუფლებლებს ეძახიან - ვიცით, რომ ბოროტება შეიძლება, ჩვენს სახლებში მოვიდეს" - რას წერს ვოლოდიმირ ზელენსკი?

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში, ომის მიმდინარეობას აფასებს. ზელენსკის თქმით, რუსი ოკუპანტები თავს "გამათავისუფლებლებს" ეძახიან.

„ადრე თუ გვიან, საშინელი ომის მოგონებები რეალობად იქცევა. მეზობელი აგრესორი ხდება. აგრესორი ხდება ტერორისტი, ნაციზმი კი მისაბაძი მაგალითი. ის შეიძლება, მოვიდეს ახალი ნიღბით, ახალი ლოზუნგებით, თუმცა იმავე მიზნით. სამწუხაროდ, ჩვენ ამის შესახებ წიგნებიდან არ ვიცით.

ვიცით, რომ ბოროტება შეიძლება, ჩვენს სახლებში მოვიდეს. ბოროტების ფორმა გახდა სხვა, არსი კი უცვლელია. დამპყრობლები საკუთარ თავს გამათავისუფლებლებს ეძახიან, საკუთარი არმიის შეჭრას თავდაცვას არქმევენ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა