თეგებით ძიება
29. 10. 2022 მსოფლიო

"უკრაინაში მტერი წარმატებას ვერ აღწევს" - უკრაინის გენშტაბი უახლეს ინფორმაციას ავრცელებს

მიუხედავად საცეცხლე უპირატესობის, ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდის და შესაბამისად, თავდასხმების, მტერი წარმატებას ვერ აღწევს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი „ტელეგრამზე“ წერს.

„უკრაინელი ჯარისკაცებისა და ოფიცრების გამბედაობისა და პროფესიონალიზმის წყალობით, ჩვენი საზღვრები უცვლელი რჩება. თავდაცვითი ოპერაცია წარმატებით, გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს“, - აცხადებს ზალუჟნი.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა