თეგებით ძიება

კაცების ხელფასი ყველა პოზიციაზე ქალების ხელფასს აღემატება - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, კაცების ხელფასი ყველა პოზიციაზე ქალების ხელფასს აღემატება.

"სქესის მიხედვით კაცების ხელფასი ყველა პოზიციაზე აღემატება ქალების ხელფასს. მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი 1863.5 ლარით განისაზღვრა, ხოლო კაცების ხელფასი – 2768.9 ლარით. გენდერული სახელფასო სხვაობა ყველაზე მაღალია არაკვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე, სადაც ქალების საშუალო ხელფასი მამაკაცების ხელფასს 53.5 პროცენტით ჩამორჩება, - წერს საქსტატი.

საქსტატისვე ცნობით, 2021 წლის მონაცემებით, დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – მენეჯერების პოზიციაზე გამოვლინდა და 2 414.7 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო ხელფასის ყველაზე დაბალი მოცულობა – არაკვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე დაფიქსირდა (674.1 ლარი).


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა