თეგებით ძიება
31. 10. 2022 მსოფლიო

გარიგება ძნელად განხორციელებადია - რას ამბობს პესკოვი რუსეთის გარეშე „მარცვლეულის დერეფნის“ შესახებ შეთანხმებაზე?

კრემლის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის განხორციელება რუსეთის ფედერაციის მონაწილეობის გარეშე რთულად შესაძლებელი იქნება.

"იმ პირობებში, როდესაც რუსეთი საუბრობს ამ ტერიტორიებზე ნავიგაციის უსაფრთხოების გარანტიის შეუძლებლობაზე, რა თქმა უნდა, ასეთი გარიგება ძნელად განხორციელებადია, ის იღებს სხვა ხასიათს, ბევრად უფრო სარისკოს და სახიფათოს“, - აცხადებს დმიტრი პესკოვი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ „ხორბლის დერეფანზე“ შეთანხმებას რუსეთის გარეშე მიაღწიეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა