თეგებით ძიება
03. 11. 2022 მსოფლიო

თუ რუსეთს არ მოუნდება დონბასისა და ყირიმის დაბრუნება, ეს ნიშნავს, რომ ომი არ დასრულებულა - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თუ რუსეთს არ მოუნდება დონბასისა და ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნება, ეს ნიშნავს, რომ ომი არ დასრულებულა.

"ეს ჩვენი ტერიტორიაა. თუ მათ არ მოუნდებათ დონბასისა და ყირიმის დაბრუნება, ეს ნიშნავს, რომ ომი არ დასრულებულა. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს გაყინული კონფლიქტის მაგალითი. თუ ისინი იქ დარჩებიან, ჩვენ ვიტყვით, რომ ეს ოკუპირებული ტერიტორიებია და ისინი იტყვიან, რომ ეს მათი ტერიტორიებია.

ეს არ იქნება დიპლომატიური მოლაპარაკებები, თითოეული მხარე დაელოდება მანამ, ვიდრე მზად იქნება დეოკუპაციისთვის. ასე რომ, ეს არ არის მშვიდობა, ეს არ არის ომის დასრულება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა