თეგებით ძიება

თავმოყვარეობის ამბავია... - რას ამბობს მდინარაძე პრეზიდენტის მხრიდან ნიკა გვარამიას შეწყალებაზე?

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პრეზიდენტის მიერ შეწყალებაზე საუბრობს.

მისი თქმით, პრეზიდენტის მხრიდან ნიკა გვარამიას შეწყალება უთავმოყვარეობა იქნება

"თავმოყვარეობის ამბავია ისეთ რაღაცეები აქვს ნიკა გვარამიას პრეზიდენტის ინსტიტუტისათვის და პირადად პრეზიდენტისთვის ნაკადრები. მაგრამ ეს არავის საქმე არ არის, ამაზე მე პასუხს ვერ გაგცემთ, არ შეიძლება მე რაღაც ვარაუდი, დაშვება ან არ დაშვება ვთქვა ამასთან დაკავშირებით", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ცნობითვის, ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა