თეგებით ძიება

პოლიტიკური პოლარიზაცია, ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მიმართ სააპელაციო სასამართლოს გადაწვეტილებას არ ეთანხმება.

"შეერთებულმა შტატებმა ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა ქართველი ხალხის მკაფიო მხარდაჭერის, უსაფრთხო და პერსპექტიული დემოკრატიული სახელმწიფოს მისაღწევად.

მიუკერძოებელი სასამართლოს მნიშვნელობა ამ კუთხით მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია. პოლიტიკური პოლარიზაციისა და პოლიტიკური დევნის არსებობა ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს. მმართველი გუნდის ლიდერებმა ხალხს ეს დაპირება საპარლამენტო არჩევნების წინ მისცეს, რომ გადადგამდნენ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე.

ნებისმიერი რამ, რაც ხელს შეუშლის მას, რისკის ქვეშ დააყენებს, სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევს.

აშშ-ში ჩვენ ვიცავთ და ვაღმერთებთ ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას. ვიცით, მიუკერძოებელი სასამართლოს სისტემა დემოკრატიის დასაყრდენია. სწორედ ეს გვაძლევს გამძლეობას გავუმკლავდეთ სხვადასხვა გამოწვევას. იგივე გვინდა ქართველი ხალხისთვისაც.

ქართველი ხალხი კიდევ და კიდევ ამბობს, რომ სურს ძლიერი დემოკრატია. მათ სურთ ევროატლანტიკური მომავალი. შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის სურვილის მხარდაჭერას“, - აცხადებს კელი დეგნანი.

შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა