დაეხმარეთ მთავარს, არხი უნდა გადარჩეს - ნიკა გვარამია
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ციხიდან წერილს აგზავნის და მოუწოდებს ყველას, "მთავარი არხი" გადაარჩინონ.
ციხიდან გამოგზავნილ წერილში მედიამენეჯერი აღნიშნავს, რომ ქვეყნის პროდასავლური კურისითვის "მთავარი არხის" არსებობა სასიციცხლოდ მნიშვნელოვანია.
ცნობითვის, ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა.