ჩინეთს აქვს „განსაკუთრებული პასუხისმგებლობა“ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის კონტექსტში - ოლაფ შოლცი
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს მიმართა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ „უამრავ პრობლემას უქმნის მსოფლიო წესრიგს".
"დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. კერძოდ, მინდა ხაზი გავუსვა რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც ბევრ პრობლემას უქმნის მსოფლიოს დღის წესრიგს“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, შოლცი აპირებს ჩინეთს ეწვიოს და უკრაინის საკითხებზე ისაუბროს.
შოლცმა თქვა, რომ ჩინეთს აქვს „განსაკუთრებული პასუხისმგებლობა“ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის კონტექსტში.