თეგებით ძიება
07. 11. 2022 მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი გახანგრძლივდება? - ვოლოდიმირ ზელენსკი ომში ირანის ჩართულობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსები აგროვებენ ძალას უკრაინის ქალაქებზე ახალი მასიური დარტყმისთვის და ამისთვის მათ ირანული რაკეტები სჭირდებათ.

„ირანის რეჟიმი ეხმარება რუსეთს ამ ომის გახანგრძლივებაში და, შესაბამისად, გაახანგრძლივებს იმ საფრთხეების ზემოქმედებას მსოფლიოსთვის, რომელიც სწორედ რუსეთის ომით არის პროვოცირებული. ტერორისტული სახელმწიფო ჩვენს ინფრასტრუქტურაზე მასიური თავდასხმის შესაძლო განმეორებისთვის ძალებისა და საშუალებების კონცენტრირებას ახდენს. პირველ რიგში, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის. ამისთვის რუსეთს სჭირდება ირანული რაკეტები”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ირანმა პირველად აღიარა, რომ რუსეთს დრონები მიაწოდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა