თეგებით ძიება

ბევრად სერიოზული და მძიმეა თავის ტვინში ცვლილებები, ვიდრე ტუბერკულოზი - ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ეკა ხერხეულიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, ბევრად სერიოზული და მძიმეა თავის ტვინში ცვლილებები, ვიდრე ტუბერკულოზი.

"მე არ შემიძლია დიაგნოზი გითხრათ დემენცია, მაგრამ ცვლილებების შესახებ თავისთავად, რა თქმა უნდა, მას აქვს ინფორმაცია, იმიტომ, რომ ამის შესახებ აუცილებლად უნდა ეცნობოს პაციენტს და მან იცის, რომ ცვლილებები თავის ტვინში არსებობს. ბევრად სერიოზული და მძიმეა თავის ტვინში ცვლილებები, ვიდრე ტუბერკულოზი.

რაც შეეხება მდგომარეობას, არის უცვლელი. ჩემს თვალწინ ახლა ადამიანმა, აი, დამშვიდობების წინ, გაიზომა ტემპერატურა და აქვს 37 და 7, რაც არის აუხსნელი, რატომ იმატებს, რატომ იკლებს 2 ხაზით ან საერთოდ, რატომაა ამდენი ხანი, თვეების მანძილზე განუწყვეტლივ ტემპერატურა. ამაზე გადაჭრით პასუხი არავის აქვს. ფაქტია, რომ აქ არის რაღაცა სერიოზული პრობლემა, რასაც სჭირდება კვლევა“, - განაცხადა ხერხეულიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა