„წერილის ავტორი ნაპოვნია“ - დედა, რომელმაც გაშვილებისას შვილს ემოციური წერილი დაუტოვა იპოვეს
სოციალურ ქსელში, ფეისბუქგვერდზე "ვეძებ" რამდენიმე დღის წინ, სულისშემძვრელი ისტორია გავრცელდა - შვილი ეძებდა დედას, რომელსაც მისი თავი იძულებით დაათმობინეს. ახალგზრდა ქალი აზიარებდა წერილსაც, რომელიც დედამ შვილს გაშვილებისას დაუწერა.
ცოტა ხნის წინ, გვერდის „ვეძებ“ დამფუძნებელმა, თამუნა მუსერიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ წერილის ავტორი, ანუ გამშვილებელი დედა იპოვეს.
„წერილის ავტორი ნაპოვნია.
დეტალებს ავტორის ნებართვის მერე დავდებთ. მოგმართავთ ჟურნალისტებს. არ გაბედოთ და ამ თემაზე არ დამირეკოთ“, - დაწერა თამუნა მუსერიძემ.