თეგებით ძიება
08. 11. 2022 მსოფლიო

იტალიის მთავრობა უკრაინისთვის შეიარაღების ახალ პაკეტს ამზადებს

იტალიის მთავრობა უკრაინისთვის შეიარაღების ახალ პაკეტს ამზადებს, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემას მოიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

როგორც ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომი მზად არის, მიაწოდოს უკრაინას საჰაერო თავდაცვის სხვადასხვა სისტემა, მათ შორის Stinger-ის რაკეტები.

იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ ორშაბათს სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან და პირობა დადო, რომ იტალია მხარს დაუჭერს უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა