მტერი არ აკეთებს საჩუქრებს, ჩვენ ამ ყველაფრისთვის ვიბრძვით“ - ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონიდან რუსული ჯარის ნაწილის გასვლაზე
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონიდან რუსული ჯარის ნაწილის გასვლის შესახებ საუბრობს.
"დღეს საინფორმაციო სივრცეში დიდი სიხარულია და გასაგებია რატომაც. მაგრამ ჩვენი ემოციები უნდა იყოს შეკავებული - ყოველთვის ომის დროს. უნდა გვესმოდეს: მტერი არ გვაძლევს საჩუქრებს, არ აკეთებს „კეთილგანწყობის ჟესტებს“. ჩვენ ვიბრძვით ამ ყველაფრისთვის. და როცა იბრძვი, უნდა გესმოდეს, რომ ყოველი ნაბიჯი, მტრის წინააღმდეგობაა, ის ყოველთვის ჩვენი გმირების სიცოცხლის დაკარგვაა. ამიტომ ძალიან ფრთხილად, ემოციების, ზედმეტი რისკის გარეშე მივდივართ. მთელი ჩვენი მიწის გათავისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე და რომ დანაკარგები იყოს რაც შეიძლება მცირე. ასე უზრუნველვყოფთ ხერსონის, კახოვკას, დონეცკის და ჩვენი სხვა ქალაქების გათავისუფლებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, სერგეი შოიგუმ ხერსონიდან რუსული ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა.