თეგებით ძიება
10. 11. 2022 მსოფლიო

ხერსონის ოლქში, თითქმის 1.4 ათასი კვადრატული კილომეტრი ფართობი გათავისუფლდა - ახალი ინფორმაცია უკრაინიდან

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ ხერსონის ოლქში, პირველი ოქტომბრიდან, თითქმის 1.4 ათასი კვადრატული კილომეტრი ფართობი გათავისუფლდა.

„მტერმა უკან დაიხია კიევიდან და ხარკოვის ოლქიდან, დატოვა კუნძული „ზმეინი“, ხერსონიდან შესაძლო გასვლა ჩვენი აქტიური მოქმედებების შედეგია“, - განაცხადა ზალუჟნიმ.

9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების მოსმენის შემდეგ, ქალაქ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა