თეგებით ძიება

მთავრობას ცდილობს, იყოს ჩემზე უფრო ფრთხილი, მე ძალიან ექსპრესიული ვარ - სალომე ზურაბიშვილი

ცხადია, არის განსხვავება ჩემსა და მთავრობას შორის, რომელიც მიიჩნევს, რომ უფრო ფრთხილი რიტორიკაა საჭირო, რათა არ მოვიზიდოთ რუსეთის დამატებითი რისხვა, მე არ ვიზიარებ ამ სიფრთხილეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France inter-თან ინტერვიუში განაცხადა.

ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა რუსეთ-უკრაინის ომზე და საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„ომის მსვლელობის მიმართულება შეიცვალა რამდენიმე კვირის და თვის წინ, როდესაც რუსეთმა გააკეთა მცდარი გათვლები უკრაინის წინააღმდეგობის შესახებ, მცდარი გათვლები ამერიკის და ევროპის შიდა სოლიდარობის შესახებ, უკრაინის წინააღმდეგობის ხანგრძლივობის შესახებ, და დღესაც მცდარი გათვლა იმის შესახებ, რომ შეიძლება უკრაინაზე, ან მსოფლიოზე შთაბეჭდილების მოხდენა ატომური მუქარით, რომელიც სხვა ეპოქისაა“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ამაში დამარცხების დასაწყისს ხედავს.

ჟურნალისტის კითხვაზე, ერთი თვის წინ, ასევე რთული ეპიზოდი იყო, როდესაც კრემლმა გამოაცხადა დიდი საყოველთაო მობილიზაცია ბრძოლის ასაკის მქონე რუსების გასაწვევად, მაგრამ მათგან გარკვეულმა ნაწილმა რუსეთიდან გაქცევა და მეზობელ სახელმწიფოებში გადასვლა გადაწყვიტა. გვახსოვს სასაზღვრო პუნქტებთან კილომეტრიანი რიგების შთამბეჭდავი კადრები, რამდენმა შეაფარა თავი თქვენთან, საქართველოში, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ 700 000-ზე მეტმა რუსმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, 710 000 დან 720 000 მდე.

„მათგან 600 000-ზე მეტი, გავიდა სხვადასხვა მიმართულებით, სავარაუდოდ, მეზობელ სომხეთში, თურქეთში და ევროპის ქვეყნებში. რადგან ჩვენგან მათ შეეძლოთ გადასვლა. დაახლოებით, 100 000 დარჩა. ჩვენ დაახლოებით, 30 000 უკრაინელი ლტოლვილი გვყავს, მათი ნაწილი დაბრუნდა, როდესაც სიტუაცია დაწყნარდა კიევში, შემდეგ ისევ ჩამოვიდა, და დაახლოებით, 100 000 რუსი. ამას გარდა, საქართველოს მოსახლეობას, უნდა აღვნიშნო, რომ აქვს რუსეთის მიერ ორი ოკუპირებული ტერიტორია, სამხედრო ბაზებით.

არის დროდადრო ვერბალური დაპირისპირებები, მაგრამ საერთო ჯამში, ეს რუსი მოსახლეობა, რომელიც ჩამოვიდა და ჯერჯერობით რჩება, არის ის, რომელსაც არ სურს გაიზიაროს ამ პუტინისეულ ომში მყოფი რუსეთის ბედი, არ სურთ მობილიზაცია, არიან საშუალო კლასის წარმომადგენელი ახალგაზრდები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, რატომ დაუშვა ეს ვლადიმერ პუტინმა, რატომ გამოუშვა ისინი, მას სავარაუდოდ, შეეძლო ძალიან სწრაფად ხელი შეეშალა მათი გამოსვლისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა: „თავდაპირველად ვარაუდობდა, რომ ეს შეასუსტებდა მოსახლეობის რეაქციას განსაკუთრებით, მოსკოვში, სადაც ამ მობილიზაციამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, იმის გათვალისწინების გარეშე, რომ ეს ქმნის [ქვეყნის] გარეთ მასას, რომელიც მას არ ექვემდებარება. კიდევ გავიმეორებ, ის ყველა გათვლას არასწორად აკეთებს და ცუდ გადაწყვეტილებებს იღებს. მისი შეხედულებისამებრ“.

კითხვაზე, რას საქმიანობენ ეს რუსები საქართველოში, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ისინი მუშაობენ, „ზოგი რაღაც სახსრებით ჩამოვიდა“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა