თეგებით ძიება

ოკუპირებულ აფხაზეთში მედვედევის სახელობის ხეივნის გახსნას გეგმავენ - რას წერს რუსული სამთავრობო მედია?

ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთ ქალაქში, შესაძლოა დიმიტრი მედვედევის სახელობის ხეივანი გაიხსნას. ამის შესახებ რუსული სამთავრობო მედია, ოკუპირებული აფხაზეთის კულტურის დე ფაქტო მინისტრის მრჩეველზე მილან ბჟანიაზე დაყრდნობით წერს.

"რუსეთის ფედერაციასთან ჩვენი ურთიერთობების ამჟამინდელ ეტაპზე საუბრისას ყოველთვის აღვნიშნავთ ისტორიულ ფაქტს - 2008 წელს დიმიტრი მედვედევის ბრძანებულებით აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. იმავე წელს ხელი მოეწერა დოკუმენტს მეგობრობის, თანამშრომლობისა და ორმხრივი დახმარების შესახებ რუსეთის ფედერაციისგან და ამ პერიოდიდან იწყება აფხაზეთის რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის განვითარების ახალი ეტაპი. აქედან გამომდინარე, ჩვენ საჭიროდ ვთვლით ამ მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის სამართლიანად შეფასებას და აფხაზეთის ისტორიაში მედვედევის სახელის მარადიულობას. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ისტორიულ ქალაქში ხეივნის შექმნა იგეგმება", - განაცხადა ბჟანიამ.

მისი თქმით, ამჟამად მოსკოვში იმყოფება და ოკუპირებულ აფხაზეთში დაბრუნებისთანავე განიხილავს ამ საკითხს ე.წ ხელისუფლებასთან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა