თეგებით ძიება
16. 11. 2022 მსოფლიო

ვინ ესროლა პოლონეთს რაკეტები? - პრეზიდენტი განმარტებას აკეთებს

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჯეი დუდას განცხადებით, ამ ეტაპზე არ აქვთ დამაჯერებელი მტკიცებულება, თუ ვინ ისროლა რაკეტა. მისი თქმით, საკითხის დადგენა გამოძიების საგანია.

დუდას ინფორმაციით, ნატო საბრძოლო მზადყოფნაშია, პოლონეთმა კი, შეიარაღებული ძალების მზადყოფნა გააძლიერა.

"მე მივაწოდე ინფორმაცია ნატოს გენერალურ მდივანს და აშშ-ის პრეზიდენტს. ჩვენი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაში, რომელიც ნატოს შტაბბინაში გაიმართება. ამჟამად, არ გვაქვს რაიმე სახის დამაჯერებელი მტკიცებულება, თუ ვინ ისროლა რაკეტა. დიდი ალბათობით, ეს რუსული რაკეტაა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ გამოძიების საგანია“, - ამბობს ანდჯეი დუდა.

შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და თქვა, რომ ეს "მიზანმიმართული პროვოკაციაა".

ქვეყანაში ჩამოვარდნილი რუსული რაკეტების საპასუხოდ, პოლონეთის მთავრობა ზოგიერთი სამხედრო ნაწილის საბრძოლო მზადყოფნას ზრდის.

გარდა ამისა, პოლონეთის პრეზიდენტი ნატო-ს გენმდივანს ესაუბრა. როგორც მოგვიენებით იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, "NATO აკვირდება სიტუაციას და ჩვენი მოკავშირეები მჭიდროდ ახორციელებენ კონსულტაციებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტი გაირკვეს".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა