თეგებით ძიება

მიმდინარეობს დიდი გლობალური დაპირისპირება, კოლექტიურ დასავლეთსა და რუსეთს შორის - გია ხუხაშვილი

ექსპერტი, გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ რუსეთი ყველა ფრონტზე მარცხს განიცდის.

მისი თქმით, „დიდი ოცეულის“ სამიტზე გამოჩნდა თუ ვინ იგებს და ვინ აგებს ამ ომს.

"მიმდინარეობს დიდი გლობალური ომი და გლობალური დაპირისპირება კოლექტიურ დასავლეთსა და რუსეთს შორის. ამ ომის ფაქტორს თუ გავითვალისწინებთ, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო „დიდი ოცეულის“ სამიტი. ძალიან კარგად გამოჩნდა, რეალურად ვინ იგებს და ვინ აგებს ამ ომს.

რუსეთის გათვლები და იმედები, ყველაფერი წყალში გადაიყარა, მათ ჰქონდათ იმის განცდა რომ „დიდი ოცეულის“ სამიტამდე გადაწყვეტდნენ ყველა იმ თავის პრობლემას, იმ თავის გეგმებს ექსპანსიონისტურს განახორციელებდნენ, შესაბამისად, გაიმყარებდნენ პოზიციებს, ამასობაში ევროპას ენერგეტიკული პრობლემები წამოეწეოდა და ამის შემდეგ, წელგამართული წარდგებოდა ვლადიმერ პუტინი ამ ფორუმზე. რა თქმა უნდა, დასავლეთი ასე არ ფიქრობდა.

რუსეთის მარცხი ძალიან კარგად ჩანს. ზელენსკის მიეცა ტრიბუნა „დიდი ოცეულის“ სამიტზე გამოსვლის, პუტინი კი საერთოდ არ ჩავიდა. ჩვენ იქ ვხედავთ მხოლოდ რუსეთის გაბრაზებულ საგარეო საქმეთა მინისტრს.

ევროპამ გადაწყვიტა თავისი ენერგეტიკული პრობლემები და მითოლოგია მათი გაყინვის დასრულდა, ხერსონი დაბრუნდა, არც რესპუბლიკელების გამარჯვების ფაქტი შედგა აშშ-ში. ყველა ფრონტზე რუსეთი არის დამარცხებული და ეს სურათი ვიხილეთ „დიდი ოცეულის“ სამიტზე. ბალიში ბეჭედი ესმება რუსეთის გლობალურ მარცხს, ძალიან დიდ, სახიფათო და სასტიკ დაპირისპირებაში“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა