ნონა მამულაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნონა მამულაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.
ნონა მამულაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი პლენარულ სხდომაზე საპროცედურო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა წარადგინა.
პარლამენტმა ნონა მამულაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი 89 ხმით დაუჭირა.