გიორგი ჩალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
“მე ვხსნი ჩემს კანდიდატურას, აღარ დავაყენებ არჩევნებში ჩემს კანდიდატურას, მაგრამ აქვე აღვნიშნავ, არანაირი შტაბების ფორმალური გაფორმება, სტრუქტურული ერთეულები ან სხვა რამე არ არის საჭირო, ეს უნდა იყოს ფართო კონსენსუსი, ჩვენ გვჭირდება პროცესი პრეზიდენტ სააკაშვილისთვის და არა სხვისთვის.
მე ძალიან მოვუწონებ, ვიღებ ამ ნათქვამს ზუსტად ის რაც დავასახელე, ჩვენი ხალხის, პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერების, ჩვენი ერთგული პატრიოტების სურვილი და იმედი მაქვს, პარტია და ყველა სხვა დანარჩენი რესურსი ამომიდგება მხარში, რომ პრეზიდენტი გადავარჩინოთ ერთად”, – განაცხადა ჩალაძემ.