უკრაინის უშიშროების სამსახურმა, რამზან კადიროვი ძებნილთა სიაში შეიყვანა
ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი უკრაინის უშიშროების სამსახურმა, ძებნილთა სიაში შეიყვანა.
რამზან კადიროვი იძებნება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მე-3 ნაწილით (უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, რამაც გამოიწვია ადამიანების სიკვდილი ან სხვა მძიმე შედეგები) და 437-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დაგეგმვა, მომზადება, გაჩაღება და განხორციელება).
ამ მუხლების გათვალისწინებით, კადიროვს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.