თეგებით ძიება

პატრიარქთან ათჯერ შევიდნენ, რომ ჩემს წინააღმდეგ დაეთანხმებინათ - რას ამბობს მეუფე ზენონი?

მთავარეპისკოპოსი, ზენონ იარჯული საპატრიარქოს მიერ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან მის გათავისუფლებას ეხმაურება.

მისი თქმით, ილია მეორეს მის წინააღმდეგ გადაწყვეტილება სხვა პირებმა მიაღებინეს.

"პატრიარქთან დაახლოებით 10-ჯერ შევიდნენ, რომ ეიძულებინათ, რომ დაეთანხმებიათ ჩემს წინააღმდეგ რაღაც პროცესში. არც ხელი მიჰყვებოდა და არც გული ჩემს წინააღმდეგ და ვიცი ყველაფერი. ვიცი ყველაფერი რასთან გვაქვს საქმე და ვინ არიან. წინასწარ ერთი რამ ცნობილია აქ მიმდინარე პროცესებს მართავს ჩხარტიშვილი, დიმიტრი შიოლაშვილი, შიო მუჯირი და ჯაღმაიძე. მე მინდა, ეს წერილი მივიღო, რა წერია ამ წერილში მინდა, იმის მიხედვით ვისაუბრო. ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს შევეხები, გამორიცხულია ამ საკითხს ისე შევხვდე, ვითომ არაფერი ხდება, ნამდვილად ხდება“, - განაცხადა მეუფე ზენონმა „მთავარ არხთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, 18 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქო მთავარეპისკოპოს ზენონ იარაჯულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ იგი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა