თეგებით ძიება
21. 11. 2022 მსოფლიო

სად არის ყველაზე სასტიკი ომი უკრაინაში? - ვოლოდიმიერ ზელსნკი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

აღმოსავლეთში თითქმის 400 დაბომბვა განხორციელდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდომიმართვისას განაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ ყველაზე სასტიკი ბრძოლები დონეცკში მიმდინარეობს.

„ყველაზე სასტიკი ბრძოლები დონეცკის ოლქშია. მიუხედავად იმისა, რომ ამინდის გაუარესების გამო დღეს ნაკლები თავდასხმებია, რუსული დაბომბვის შემთხვევები, სამწუხაროდ, უკიდურესად მაღალია. დღის დასაწყისიდან აღმოსავლეთში თითქმის 400 დაბომბვა განხორციელდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ ღამის ტრადიციული მიმართვის დროს.

11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა