ოკუპანტებმა ხარკოვი ისევ დაბომბეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ხარკოვის რეგიონში დასახლებულ პუნქტებზე მიიტანეს იერიში. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მსხვერპლის შესახებ მონაცემები, ამ დროისთვიც უცნობია.
მათივე ცნობით, რუსმა სამხედროებმა ქალაქ კუპიანსკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ორი სარაკეტო შეტევა განახორციელეს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის სუმის რეგიონი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამჯერ დაბომბეს.
11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ.