აშშ უკრაინას 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
აშშ უკრაინას 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს.
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დამატებით იარაღს, საბრძოლო მასალასა და საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, აშშ-მა უკრაინას უსაფრთხოების სფეროში 19.7 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო.