თეგებით ძიება

"მხოლოდ საკუთარ თავში ძალიან სუსტი და შეუმდგარი კაცი ხედავს ქალს მის მთავარ პრობლემად” - რას წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე?

გუშინ, თერ­ჯო­ლა­ში 37 წლის თა­მი­ლა ლი­ლუ­აშ­ვილს ყო­ფილ­მა ქმარ­მა ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხა და თვითმხილ­ვე­ლე­ბის თვალ­წინ ცოცხლად დაწ­ვა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში დეკანოზი, თამაზ ლომიძე ეხმაურება.

"ამ მართლა უბედური კაცებისგან ამდენი ქალის მკვლელობა საქართველოში ადასტურებს მხოლოდ და მხოლოდ ერთს - ამ კაცების სისუსტეს და უსუსურობას, მათ პიროვნულ, მამაკაცურ და პროფესიულ შეუმდგარობას, საკუთარი თავის ვერგანხორციელებას და გაბოროტებას ამ ცხოვრებაზე.

მხოლოდ საკუთარ თავში ძალიან სუსტი და შეუმდგარი კაცი ხედავს ქალს მის მთავარ პრობლემად და ძალადობს მასზე.

ყველაფერი ხდება ადამიანებს შორის და თუნდაც, როცა ქალისგან უსიყვარულობას, უარყოფას ან განშორებას ასე მწარედ და კატასტროფულად განიცდის მამაკაცი, ეს ადასტურებს თუ რამდენად შეუმდგარი, უსუსური და ჩამოუყალიბებელია პიროვნულად. დედამ და მამამ უნდა ასწავლოს და შეუსისხლხორცოს საკუთარ ვაჟს, რომ კაცი უპირველესად მარტო უნდა იყოს კაცი, საკუთარ თავში უნდა იყოს ჩამოყალიბებული, შემდგარი, ძლიერი და დამოუკიდებელი, უნდა შეეძლოს საკუთარ თავთან და პრობლემებთან მარტო დარჩენა, მარტო ფიქრი, მარტო ბრძოლა, მარტო განცდა, მარტოს, თუნდაც დიდი ტკივილის გადატანა, კაცს არ უნდა ეშინოდეს მარტოობის, რადგან მხოლოდ მარტოობაში ძლიერ კაცს შეუძლია ქალის, შეყვარებულის თუ ცოლის ნამდვილი მფარველობა და სიყვარული", - წერს დეკანოზი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა