თეგებით ძიება
26. 11. 2022 მსოფლიო

უნგრეთის პრეზიდენტი რუსეთის მიერ ფართომასშტაბური ომის დაწყების შემდეგ, კიევში პირველად ჩავა? - უცხური მედია ახალ ინფორმაციას ავრცელებს

უნგრეთის პრეზიდენტი, კატალინ ნოვაკი კიევსს ეწვევა.

ნოვაკი რუსეთის მიერ ფართომასშტაბური ომის დაწყების შემდეგ, უნგრეთის პირველი უმაღლესი წარმომადგენელი იქნება, რომელიც უკრაინაში ჩავა.

უნგრული მედიის ცნობით, ნოვაკი უკრაინაში ვიზიტით პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით მიემგზავრება.

ამასთან, უნგრეთის პრეზიდენტის ოფისში ნოვაკის უკრაინაში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა