პირველი დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:
ვერძი
ინვესტიცია კარგ შემოსავალს მოგიტანთ. გამორიცხული არ არის მოულოდნელად თქვენი გეგმები შეცვალოთ და სამოგზაუროდ წახვიდეთ. სამსახურში ახალ გამოწვევას თავს წარმატებით გაართმევთ. ოჯახის წევრის წარმატება ძალიან გაგახარებთ.
კურო
რეგულარული ვარჯიშის დახმარებით სასურველ ფორმას შეინარჩუნებთ. გაცემული ფული შესაძლოა უკან არ დაგიბრუნდეთ. მეგობრებთან ერთად მოგზაურობა საოცარი ემოციით აგავსებთ. ქონებრივი დავა თქვენი გამარჯვებით დასრულდება. ახალი ნაცნობობა რომანში გადაიზრდება.
ტყუპები
ხანგრძლივი მოგზაურობა თავგადასავლებით სავსე აღმოჩნდება. ვარჯიში ენერგიით აგავსებთ. უძრავი ქონების გაყიდვით კარგ შემოსავალს მიიღებთ. ქონებრივი დავა უმჯობესია მშვიდობიანი გზით მოაგვაროთ. საყვარელ ადამიანთან ერთად სასიამოვნო საღამოს გაატარებთ.
კირჩხიბი
ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობა თქვენს განწყობაზე დადებით გავლენას მოახდენს. სამსახურში პრემია მიიღებთ. სამსახურში დატვირთული დღე გექნებათ, მაგრამ საღამოს მეგობრებთან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ.
ლომი
თუ ახალ სამსახურს ეძებთ საინტერესო წინადადებას მიიღებთ. იოგის და მედიტაციის დახმარებით სულიერ სიმშვიდეს მიაღწევთ. აკადემიურ ფრონტზე თქვენი შრომა დაფასდება. უმჯობესია ხარჯები შეამციროთ. საღამოს მეგობრებთან ერთად წვეულებაზე კარგ დროს გაატარებთ.
ქალწული
ოჯახის უფროს წევრთან შესაძლოა იკამათოთ. თქვენი შემოსავალი მოულოდნელი წყაროების დახმარებით საგრძნობლად გაიზრდება. ოჯახის წევრებთან ერთად დროის გატარება დადებითი ემოციით აგავსებთ. სამსახური მთელ თქვენს დროს მოითხოვს.
სასწორი
სტუდენტებისთვის წარმატებული დღეა და გამოცდებს კარგად ჩააბარებთ. ჯანმრთელობის მცირე პრობლემებმა შესაძლოა თავი შეგახსენონ. არ შეწყვიტოთ ოცნება და მიჰყევით თქვენს მიზნებს. მემკვიდრეობით დიდ ქონებას მიიღებთ.
მორიელი
ნეგატიური ფიქრებისგან და ემოციებისგან გათავისუფლდებით. ოჯახის წევრის რჩევით ფინანსური კრიზისს გადალახავთ. შესაძლოა შეყვარებულმა ბევრი დრო ვერ დაგითმოთ და თავი მარტოსულად იგრძნოთ.
მშვილდოსანი
გარიგება, რომელსაც დიდი ხანია ელოდით წარმატებით განხორციელდება. აკადემიურ ფრონტზე საინტერესო შეასაძლებლობები გექნებათ. სამსახურში და პირად ცხოვრებაში ყველაფერი თქვენი გეგმების შესაბამისად განხორციელდება.
თხის რქა
ახალი ცხოვრების დასაწყებად სიძულვილი და უარყოფითი ენერგია წარსულში დატოვეთ. ინვესტიციის ჩადებისას არ იჩქაროთ. მეგობრებთან ერთად წვეულებაზე კარგ დროს გაატარებთ. რომანტიკულ ურთიერთობაში მოგიწევთ ინიციატივა გამოიჩინოთ.
მერწყული
არ დაკარგოთ საკუთარი თავის რწმენა და ყოველთვის ეცადეთ რომ განვითარდეთ. სასურველი შედეგის მისაღებად ბევრი შრომა მოგიწევთ. ქონებრივი დავა რომელიც დიდი ხანია მიმდინარეობს საბედნიეროთ თქვენი წარმატებით დასრულდება. ახალი სიყვარული თქვენ ცხოვრებას საგრძნობლად შეცვლის.
თევზები
თქვენი ფინანსური მდგომარეობა საბედნიეროთ გაუმჯობესდება. კარიერული კუთხით წინ წახვალთ და საინტერესო შეთავაზებას მიიღებთ. ინვესტიცია, რომელის ჩადებასაც გეგმავდით დიდ წარმატებას არ მოგიტანთ. ოჯახის წერის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება.