2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:
ვერძი
მეგობრების მოულოდნელი სტუმრობა თქვენი დღის გეგმებს შეცვლის. სამსახურში საინტერესო დღე გექნებათ. ფინანსური კრიზისი წარსულს ჩაბარდება. ურთიერთობაში ყველა წინააღმდეგობას გადალახავთ. საყვარელი ადამიანი თქვენს გამო ყველაფერს გააკეთებს.
კურო
ქონებრივი დავის მოსაგვარებლად შესაფერისი დროა. სოციალურ ფრონტზე დიდ წარმატებას მიაღწევთ. სამსახურში ყველაფერი აირევა და მოგიწევთ გეგმების შეცვლა. ვარჯიში სასურველ შედეგს მოგიტანთ. არ თქვათ უარი თქვენ მიზნებზე და დაიწყეთ განვითარება.
ტყუპები
ეცადეთ არ აყვეთ ემოციებს და კრიტიკულ სიტუაციებში სიმშვიდე შეინარჩუნეთ. ოჯახური კონფლიქთი მალე მოგვარდება და ჰარმონია დაისადგურებს. უმჯობესია ხარჯები შეამციროთ და დაიწყოთ ახალი შემოსავლის ძიება.
კირჩხიბი
ქონებრივი დავის მოსაგვარებლად შესაფერისი დრო არ არის. საინტერესო დღე გაქვთ და სამსახურსი ახალ გამოცდილებას მიიღებთ. ახალი ინვესტიცია ფინანსურად კარგ შემოსავალს მოგიტანთ. მნიშვნელოვანი ადამიანის დახმარებით საინტერესო სამსახურს დაიწყებთ.
ლომი
ოჯახის წევრის მხრიდან ზეწოლა თქვენ განწყობაზე უარყოფითად აისახება. ახალი ინვესტიცია ფინანსურად კარგ შემოსავალს მოგიტანთ. მემკვიდრეობით შესაძლოა უძრავი ქონება მიიღოთ. ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ჯანსაღი ცხოვრება დაიწყეთ.
ქალწული
მოგზაურობის გეგმები გამორიცხული არ არის მოულოდნელი გარემოების გამო გადადოთ. ახალი ქონების შესაძენად შესაფერისი დროა. მეგობრის რჩევით პირად პრობლემას მარტივად გადაჭრით. ფიტნესი და ჯანსაღი კვება სასურველ ფორმას შეგინარჩუნებთ.
სასწორი
საქმის მიმართ თქვენი დამოკიდებულება ძალიან გაგახარებთ. ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობა განწყობას გაგიუმჯობესებთ. ოჯახის წევრების მხარდაჭერით თქვენ ოცნებას აისრულებთ. სამსახურში თქვენი წარმატების შანსი გაიზრდება.
მორიელი
ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ. ვარჯიში და ჯანსაღი აქტივობა სასურველ ფორმას შეგინარჩუნებთ. რემონტის დასაწყებად შესაფერისი დროა. საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ ადგილას ივახშმებთ.
მშვილდოსანი
ახალი შემოსავლის დახმარებით ყველა ფინანსური კრიზისი წარსულს ჩაბარდება. საქმის მიმართ თქვენი დამოკიდებულება დიდ წარმატებას მოგიტანთ. ადამიანები თქვენ კეთილ ბუნებას დააფასებენ. საღამოს გეგმები ოჯახის წევრების გამო შესაძლოა შეცვალოთ.
თხის რქა
თქვენი პოზიტიური განწყობა ყველას გადადება. არ მიცეთ სხვას უფლება თქვენ მაგივრად მიიღოს გადაწყვეტილება. მოგზაურობა კარგად ჩაივლის და უამრავი თავგადასავლის მონაწილე გახდებით. კარგი შემოსავალი თქვენ მდგომარეობას დაასტაბილურებს. რომანტიკული კუთხით საინტერესო ნაბიჯებს გადადგამთ.
მერწყული
ემოციურად რთული დღე გექნებათ და შესაძლოა გადაიღალოთ. ინვესტიცია სასურველ შედეგს მოგიტანთ. სამუშაოს შესრულებისას ეცადეთ თქვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოიყენოთ. საყვარელი ადამიანი მუდამ თქვენ გვერდით იქნება.
თევზები
მოგზაურობისას ძველ მეგობარს შეხვდებით და კარგ დროს გაატარებთ. ჯანმრთელობის მცირე პრობლემები თავს შეგახსენებთ. სამსახურში ყველა დავალებას დროულად შეასრულებთ. ფინანსური კრიზისი სერიოზული პრობლემების წინაშე დაგაყენებთ. შეყვარებულის საჩუქარი დღეს გაგილამაზებთ.