თეგებით ძიება
02. 12. 2022 მსოფლიო

ისინი ნამდვილი მამაკაცები არიან. ისინი ჩვენი ქვეყნის დამცველები და ჩვენი გმირები არიან - პუტინი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილეებზე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ომში მონაწილე რუს ოკუპანტებს „ნამდვილი მამაკაცები“ უწოდა.

"ხელისუფლებამ უნდა გაუწიოს ყოვლისმომცველი მხარდაჭერა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დროს მძიმედ დაშავებულ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს. ისინი უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ყველა დონეზე. ყველაფერი უნდა გაკეთდეს მათი სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის.

ისინი ნამდვილი მამაკაცები არიან. ისინი ჩვენი ქვეყნის დამცველები და ჩვენი გმირები არიან, ღირსეულად შეასრულეს თავიანთი სამხედრო მოვალეობა და ახლა ჩვენი ამოცანაა მათ წინაშე ჩვენ შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა“, - აღნიშნა პუტინმა შშმ პირებთან და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ვიდეოკონფერენციაზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა