6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:
ვერძი
აკადემიურ სფეროში წარმატების შანსი გაიზრდება. თქვენი მენტალური მდგომარეობა გაუმჯობესდება. სამსახურში ახალ გამოწვევას თავს წარმატებით გაართმევთ. არ დაარღვიოთ თქვენ მიერ მიცემული პირობა და მის შესასრულებლად ყველაფერი გააკეთეთ.
კურო
სოციალურ ფრონტზე საინტერესო სიახლეს შეიტყობთ. გამორიცხული არ არის, მემკვიდრეობით დიდი ქონება მიიღოთ. სამსახურში საპასუხისმგებლო პოზიციას იკავებთ და თქვენ სიტყვაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. შეყვარებული რომანტიკულ საჩუქარს გაგიკეთებთ.
ტყუპები
სამსახურში ყველაფერი კარგად არ მიდის და შესაძლოა მალე წამოხვიდეთ. ფინანსურად სტაბილურ მდგომარეობას შეინარჩუნებთ. კარგი დროა სახლში დარჩეთ და დაისვენეთ. რომანტიკა თქვენ ცხოვრებას უფრო საინტერესოს გახდის.
კირჩხიბი
ახალი გარიგება თქვენს ბიზნეს განავითარებს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ ჩაერთოთ კინფლიქტურ სიტუაციაში. უძრავი ქონების შესაძენად შესაფერისი დროა. ადამიანი, რომელის მიმართ გრძნობები გქონდათ თქვენით დაინტერესდება.
ლომი
ფინანსურ მდგომარეობას უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ. საღამოს წვეულებაზე მეგობრებთან ერთად კარგ დროს გაატარებთ. დღეს დატვირთული დღე გექნებათ და შესაძლოა ოჯახის წევრებს სათანადო დრო ვერ დაუთმოთ.
ქალწული
თქვენი შემოსავალი გაიზრდება. სამსახურში მნიშვნელოვან ადამიანებზე დადებით შთაბეჭდილებას მოახდენთ. საღამოს საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარებთ, და საინტერესო ისტორიებს მოისმენთ. მოგზაურობა ზღაპრულ თავგადასავლად იქცევა.
სასწორი
ქონებრივი დავა სასურველ შედეგს მოგიტანთ. აკადემიურ სფეროში ყველაფერი გეგმის მიხედვით ვითარდება. დაბალანსებული დიეტა სასურველ ფორმას შეგინარჩუნებთ. ახალი ურთიერთობა გაგახალისებთ და კარგ განწყობას შეგიქმნით.
მორიელი
თქვენი შრომისმოყვარეობის დახმარებით უზრუნველვყოფთ ოჯახის კეთილდღეობას. ახალი შემოსავალი ფინანსურად სტაბილურობას მოგიტანთ. სამსახურში ფრთხილად იყავით და წინასწარ განსაზღვრეთ ყველა ნაბიჯი, რათა გეგმები არ ჩაგეშალოთ.
მშვილდოსანი
ფიზიკური დატვირთვა და ვარჯიში ენერგიით დაგმუხტავთ. ქონებრივი დავა თქვენ სასარგებლოდ დასრულდება. მოგზაურობისთვის შესაფერისი პერიოდია. გამორიცხული არ არის მეორე ნახევართან მცირე კამათი მოგივიდეთ.
თხის რქა
ახალი შემოსავალი კარგია თქვენი ბიუჯეტისთვის. მნიშვნელოვანია აკონტროლოთ თქვენი ემოცია და არ ატკინოთ ოჯახის წევრებს გული. ფინანსური კუთხით შესაძლოა მცირე პრობლემა შეგექმნათ. შეყვარებული ყველაფერს გააკეთებს, რომ თავი მშვიდად იგრძნოთ.
მერწყული
აკადემიურ ფრონტზე წარმატებას მიაღწევთ. ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრება სასურველ ფორმას შეგინარჩუნებთ. ოჯახის წევრთან არსებულ კონფლიქტურ სიტუაციას მარტივად მოაგვარებთ. უმჯობესია თქვენი ემოციები აკონტროლოთ. შეყვარებული თქვენ გასამხიარულებლად საინტერესო საღამოს მოაწყობს.
თევზები
პროფესიულ საქმიანობაში თქვენი უნარების დახმარებით დიდ წარმატებას მიაღწევთ. ოჯახის წევრების მხარდაჭერა იმედით აგავსებთ. ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ წარსულს ჩაბარდება. ინვესტიციის ჩადებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ და ყველას ნუ ენდობით.