თეგებით ძიება

გენერატორებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობას 1 თვის წინ თხოვნით მივმართეთ, თუმცა, სამწუხაროდ, დადებითი გადაწყვეტილება დღემდე არ მიგვიღია - ანდრეი კასიანოვი

გენერატორებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობას 1 თვის წინ თხოვნით მივმართეთ, თუმცა, სამწუხაროდ, დადებითი გადაწყვეტილება დღემდე არ მიგვიღია , - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, ანდრეი კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კასიანოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მიმართვის შემდეგ ერთი თვე გავიდა.

„უკრაინას ამჟამად უკიდურესად სჭირდება დახმარება ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენაში - გენერატორებიდან და ტრანსფორმატორებიდან დაწყებული, რათა უზრუნველვყოთ განათება საავადმყოფოებისთვის, სახლებისთვის და სკოლებისთვის, - კრემლის არაადამიანები და ჯალათები გულწრფელნი არიან თავიან განზრახვაში - მათ უნდათ გაანადგურონ უკრაინელები სიცივით. ერთი თვის წინ ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას შესაბამისი თხოვნით, თუმცა სამწუხაროდ, დადებითი გადაწყვეტილება დღემდე არ მიგვიღია“, - განაცხადა კასიანოვმა.

წყარო: interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა