თეგებით ძიება

პატარა ბავშვივით აქვს დაწვრილებული ფეხები - გიული ალასანია შვილზე

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიანაა დამძიმებული.

"ჰემოგლობინი არის ძალიან დავარდნილი, ადამიანი არის ძალიან სუსტად, ფეხზე ვეღარ დგება, გუშინ რომ დავინახე, ისე აქვს დაწვრილებული – პატარა ბავშვივით, ზუსტად ამიტომ ვეღარ დგება, იმ ფეხებზე ვეღარ დგება. ახლა, ამ მომენტში, მოსამართლეს ვთხოვთ, რომ პროცესი დააჩქაროს. თვითონაც ამის იმედი აქვს, ელოდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს განხილვა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა